დიმიტრი მედვედევს შემთხვევით თუ სადმე შევხვდი არ ვიცი, დაგეგმილი კი არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ დავოსში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ის 25 იანვარს, დავოსში რუსულ საუზმეზეა დაპატიჟებული.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მან იცის, რომ იქ მიმსვლელთა სიაში არ იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, რომელიც ასევე დავოსში იმყოფება. "იქ ბიზნეს-ელიტა იქნება. მე მაინტერესებს ინვესტიციები და ამ კუთხით იქ ბევრი ნაცნობი იქნება. მგონი მივალ იქ და თუ შემთხვევით რამე მოხდა, გეცოდინებათ",-განაცხადა ივანიშვილმა