შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მომსახურების სააგენტოს ეწვია.
მინისტრი მომსახურების სააგენტოს მიღწევებითა და სერვისის დონით კმაყოფილი დარჩა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მოქალაქეების მომსახურება არის სამინისტროს პრიორიტეტი და 2013 წლის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, სააგენტოში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა 10 პროექტზე, რაც მოქალაქეების მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.