კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე განიხილებოდა ლევან ქარდავას ადვოკატის, კახა შონიას საჩივარი, რომელიც აპროტესტებდა საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილებას ლევან ქარდავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის დატოვების შესახებ.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატი 15 000 ლარიანი გირაოს თანხის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ქარდავას 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა. გირაოს გადახდის ვადად 15 დღე განისაზღვრა.
ლევან ქარდავა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.