თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არსებული მთავრობის შემადგენლობიდან ერთადერთი ადამიანია, რომელიც პროდასავლურ კურს მკაფიოდ აფიქსირებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.
ბობოხიძე არ გამორიცხავს, რომ ალასანიასთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შეწყვეტა შესაძლოა, საგარეო საქემთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებასთან იყოს კავშირში.
„ალასანია ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ტერმინი „ოკუპაცია“ ყველა დოკუმენტში უნდა იყოს ნახსენები, განსხვავებით ლევან ბერძენიშვილისა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტერმინებს მნიშვნელობა არ აქვს. ალასანიას პოზიცია ძალიან ახლოს ნიკა ვაშაკიძის პოზიციასთან დგას“, - დასძენს კანონმდებელი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა. ნიკოლოზ ვაშაკიძემ კი, პოსტი გუშინ დატოვა და თანამდებობიდან წასვლის მიზეზად საგარე კურის დაასახელა.