ალასანია: ვიცე–პრემიერის უფლებამოსილების მოხსნის გადაწვყეტილება 21 იანვარს მივიღე

ალასანია: ვიცე–პრემიერის უფლებამოსილების მოხსნის გადაწვყეტილება 21 იანვარს მივიღე

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, ვიცე პრემიერის უფლებამოსილება საკუთარი სურვილით, 21 იანვარს მოიხსნა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” თავდაცვის მინისტრმა ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

მისი თქმით, 21 იანვარს საუბარი პრემიერ–მინისტრთან ჰქონდა და დაარწმუნა, რომ თავდაცვის სამინისტროს განვითარებისთვის, უმჯობესი იქნებოდა მისი ენერგია შეიარაღებული ძალების განვითარებას მოხმარებოდა.

“ამ ეტაპზე მთლიანად კონცენტრირიებული ვარ თავდაცვის უწყებაზე. ჩვენი დაწყებული რეფორმა იმდენად შრომატევადია, რომ პრემიერთან შეხვედრისას მე შევუთანხმდი, რომ ვიცე–პრემიერის უფლებამოსილებას მოვიხსნიდი. “– აღნიშნა ალასანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა.

ალასანიასათვის საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.