"რესპუბლიკელებისთვის" უცნობია, რა პროცესებზე საუბრობდა ირაკლი ალასანია

 

"რესპუბლიკელთა" ლიდერები აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილი არ არის, რა პროცესებზე საუბრობდა ირაკლი ალასანია.

"რესპუბლიკელი" ვახტანგ ხმალაძე ცალსახად აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ შეიძლება იყოს ალასანიას გუშინდელი განცხადების ადრესატი და მიიჩნევს, რომ დეტალებზე თავად თავდაცვის მინისტრმა უნდა ისაუბროს. ანალოგიურს ამბობს დავით ბერძენიშვილიც.

რაც შეეხება არსებულ საკონტიტუციო მოდელის ფუნდამენტურ ცვლილებას და საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლის საკითხს, თანაპარტიელები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკას მხარს არა მხოლოდ "რესპუბლიკელები", არამედ კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც უჭერენ.

"მკაფიოდ გამოხატული პოზიცია საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელთან დაკავშირებით, "თავისუფალ დემოკრატებს" აქვთ. სხვებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი მომხრე არიან საპარლამენტო რესპუბლიკისა. ალბათ, კოალიცია მოკლე ხანში ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს საერთო გადაწყვეტილება იქნება და არა ისეთი, რომ ნაწილი ერთ უჭერდეს მხარს, ნაწილი - მეორეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ ხმალაძემ.

დავით ბერძენიშვილი კი აქცენტს კოალიციის საარჩევნო პროგრამის ჩანაწერზე აკეთებს და აცხადებს, რომ კოალიციის სუბიექტთა დიდი უმრავლესობა საპარლამენტო მოდელისკენ იხრება, რაც პროგრამაში წერია.

"ჩვენ პროგრამაში გვიწერია, რომ პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა საპარლამენტო მმართველობის მომხრეა, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებები ფართო კონსენსუსისა და საზოგადოებასთან მოთათბირების გზით გახორციელდება. საკითხი ამ გაზაფხულზე დაისმევა", - აცხადებს ბერძენიშვილი.

გუშინ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "აქცენტებში" განაცხადა:"კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე დღის წინ მძიმე საუბარი გვქონდა". ალასანია აცხადებს, რომ "პრემიერს გარკვეული შეშფოთება ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განხილვა მასთან შეუთანხმებლად ხდებოდა" და იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "მომხრეა, ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკის, ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით, რაც არის განსხვავება, კოალიციაში შემავალ პარტიებთან, კერძოდ, "რესპუბლიკურ პარტიასთან".კოალიცია “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე დღის წინ მძიმე საუბარი გვქონდა. ამის შესახებ  თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამსაზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “აქცენტებში” სტუმრობისას  განაცხადა.

ალასანიას განცხადებით,პრემიერს ჰქონდა გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განხილვა ხდებოდა მასთან შეუთანხმებლად.

“მე ვეთანხმები მას, რომ ეს საკითხი უნდა იყოს კოალიციასთან, მის ლიდერთან შეჯერებული. აქედან გამომდინარე, იყო საუბარი ამ თემაზე. მე არ მესიამოვნა, რომ ასეთი უხერხულობის მიზეზი გაჩნდა”,- აღნიშნა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს არ ნიშნავს კოალიციაში რაიმე დაძაბულობას, არამედ ეს იყო ჯანსაღი დიალოგი ხელმძღვანელსა და მის გუნდს შორის.

“რომ არ გვქონდეს ასეთი ღია საუბრები, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი”,-განაცხადა ალასანიამ.

ალასანიამ ისიც აღნიშნა, რომ ახლაც მომხრეა, საქართველოში იყოს ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით. მისი თქმით, ეს არის ის განსხვავება, რომელიც არის კოალიციაში შემავალ პარტიებთან, კერძოდ, “რესპუბლიკურ პარტიასთან”.