შოთა ხიზანიშვილი თბილისის მერის მოადგილის პოსტზე დაბრუნდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
ხიზანიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. სამსახურებრივი უფლებამოსილება მას წინასწარი პატიმრობის გამო დროებით შეჩერებული ჰქონდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი და თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი პატიმრობიდან 35 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 17 იანვარს გაათავისუფლეს.
პროკურატურა ხიზანიშვილს ცრუ დასმენას, პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას, უკანონო მოსმენებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა.