პარლმენტის ქუთაისში ამოქმედებით „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონული განვითარების ინიციატივით გამოვიდა, მის საპირისპიროდ კი, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას არაფერს სთავაზობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სერგო რატიანმა განუცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უწყების ადგილსამყოფელს განსაზღვრავს „უკან დაბრუნების პროექტებია“.
„პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანის ინიციატივა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროექტი იყო“, - დასძენს კანონმდებელი.
ამ წუთებში, საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის სხდომა იწყება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციიდან ის მუხლი ამოდის, რომლის თანახმად, პარლამენტის ადგილმდებარეობად ქალაქი ქუთაისია განსაზღვრული.