მე რუსულად გაცილებით უკეთ ვლაპარაკობ, ვიდრე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან პუტინს უთხრა, რომ შეიძლება იგი ბოლო ქართველი ლიდერია, რომელიც მას რუსულად ესაუბრება და, რომელსაც შეუძლია პუშკინის, ლერმონტოვისა და სხვა კლასიკოსების თუ თანამედროვე მწერლების ციტირება.
"მინდა, გითხრათ, რომ მე რუსულად გაცილებით უკეთ ვლაპარაკობ, ვიდრე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ასე რომ, ჩემი პროგნოზი ნამდვილად გამართლდა. უკვე აღარ ვსაუბრობ პოეზიის ცოდნაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და კარგად გავიგოთ, რა არის ამ პრობლემის არსი. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არსი არის ის, რომ რუსეთი უნდა გათავისუფლდეს იმპერიული ამბიციებისგან და მათი მისრწაფებისგან, რომ დაიპყროს მეზობელი ტერიტორიები.