ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოსვლასას, ქვეყნის იმიჯს უხეშად ეპყრობოდა.
ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ბესელიას განცხადებით, სააკაშვილი დეპუტატებზე ზეწოლაზე ძალიან ურცხვად საუბრობდა.
„მან გადაწყვიტა, რომ შეეჯიბროს პრემიერს და თქვა, რომ თითქოს თავად უკეთ ლაპარაკობს რუსულად, ვიდრე პრემიერ-მინსიტრი. მას დაავიწყდა, რომ ქვეყანას წარმოადგენს ევროსაბჭოში და არა ერთ ვიწრო დამარცხებულ პოლიტიკურ გუნდს“, - დასძენს ბესელია.