გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის სფეროს განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით, დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც from.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, გარემოს დაცვის სფეროში, კვალიფიციური არასამთავრობო სექტორი საქმიანობს, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში გარემოს დაცვის სფერო სრული ჩაკვდომისგან იხსნეს.
„რომ არა არასამთვრობო ორგანიზაციების მიერ გაწეული სამსახური სამინიტრო იმ სახითაც არ იქნებოდა, როგორც დღეს არის. ამ სექტორთან, მთავრობა და პარლამენტი ვალშია და მათთან აქტიურ ურთიერთობას ვაპირებ“, - აცხადებს კანონმდებელი.
დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე, გარემოს დაცვის სფეროში არსებული ვითარების გარდა, იმ საკანონმდებლო ინიციატივებზეც ისაუბრებენ, რომელიც რეფორმებს ითვალისწინებს და რომლის ინცირებაც 5 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.