დღეს, 22 იანვარს, 13 საათზე, for.ge-ს პრესკლუბში პოლიტიკური ექსპერტები ხათუნა ლაგაზიძე და კახი კახიშვილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: საარჩევნო კოდექსის რეფორმის შემმუშავებელი ჯგუფის სტრუქტურა და შემადგენლობა. ჩვენი ინიციატივით იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეალურად სამართლებრივი საარჩევნო გარემო და თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის; აგრეთვე, იმისათვის რომ არ მოხდეს პარლამენტში არსებული პარტიების გარიგება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით:
1. საარჩევნო კოდექსის რეფორმის შემმუშავებელი ჯგუფი უნდა გამოვიდეს პარლამენტის შემადგენლობიდან და უნდა შეიქმნას უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან;
2. ამ ჯგუფში პარიტეტულ საწყისებზე უნდა შევიდნენ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების და არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. კერძოდ, ჯგუფის ნახევარი დაკომპლექტდეს საპარლამენტო პარტიების, ხოლო მეორე ნახევარი - სამოქალაქო სექტორის, ექსპერტების და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისგან.
მისამართი: თაქთაქიშვილი (ყოფილი რიგის) ქ. 11 მეორე სართული
საკონტაქტო ტელეფონი: 593 15 55 00