პარლამენტის ბიუროს სხდომათა დარბაზი საგაზაფხულო სესის გახსნამდე, ანუ, 5 თებერვლამდე მოეწყობა.
ამის შესახებ from.ge-ს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ზურაბ მარაქველიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სახანძრო მილის დაზიანების შედეგად, ბიუროს დარბაზში - ჭერი, სკამები და მაგიდა დაზიანდა.
„მეცხრე დარბაზში, ერთ კვირაში დავბრუნდებით და რაც დაზიანდა ყველაფერი გამოიცვლება“, - დასძინა მარაქველიძემ, რომლის ინფორმაციით, ხარჯებს კომპანია „მაგი სტილი“ დაფარავს.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, ბიუროსთვის განკუთვნილ მეცხრე დარბაზის ჭერში დამონტაჟებული სახანძრო მილი დაზიანდა, რომლის შედეგადაც, წყალმა მაგიდის ნაწილი და ჭერი დააზიანა, ხოლო თეთრი სკამები გაყვითლდა. შექმნილი პრობლემის გამო კი, გასულ კვირას, რიგგარეშე ფორმატში, ბიუროს სხდომები მეოთხე დარბაზში იმათებოდა. ბიუროს სხდომათა დარბაზი საქართველოს დროში ფერებშია გადაწყვეტილი.