ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინდორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან, თავდაცვის მინისტრ არტის პაბრიკსთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ კალნინსთან და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ატის ლეინშთან, ასევე, საქართველო-ლატვიის საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრებთან.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ლატვიაში საქართველოს საელჩოსა და ლატვიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, ასევე, დაგეგმილია ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის.