ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ენეკრგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელის კომისიის თავმჯდომარის გურამ ჩალაგაშვილის პროცესი დასრულდა.
ჩალაგაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 3-000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
ბრალდების მხარემ პროცესზე 2 შუამდგომლობა დააყენა. პირველის თანახმად, ის ჩალაგაშვილისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ ნაწილობრივ დააკამაყოფილა.
ბრალდების მხარის მეორე შუამდგომლობით კი, პროკურატურა ჩალაგაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდა, რაზეც სასამართლო გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენების გარეშე მიიღებს.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, საქმე ეხება 2013 წლის 12 იანვარს მომხდარ ინციდენტს. წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში, რესტორან „ამირანიდან“ ჩაგაგაშვილი „ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის დირექტორ დავით მურადაშვილს დაუკავშირდა, რომელსაც აღნიშნულ რესტორანში ელექტროენერგიის გათიშვა დაავალა. მურადაშვილი, თავის მხრივ, ტექნიკურ მენეჯერ ლევან კუპრავას დაუკავშირდა და ზემდგომის დავალება გადასცა. მორიგე ელექტროტექნიკოსმა ხელმძღვანელობის დავალებით რესტორან „ამირანისა“ და მის მიმდებარედ განთავსებული სხვადასხვა ობიექტების ელექტროენერგიის გამანაწილებელი გამორთო, რის გამოც ქუთაისში ასობით ოჯახს და ათამდე კერძო კომპანიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გურამ ჩალაგაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.