საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ბოკუჩავა ინტერესდება რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენა ყარსი- ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობას ხელს ხომ არ შეუშლის.
როგორც from.ge-ს ბოკუჩავამ განუცხადა, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა საქართველოს გავლით, ალტერნატიულ სარკინიზგო დერეფანს ქმნის, თუმცა, რიკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გარკვეული კითხვები გააჩინა.
„მეორე სარკინიგზოი გზასთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადება მოვისმინეთ, რაც ალტერტნატიულ სარკინიგზო დერეფანს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა აზიასა და ევროპას შორის უნდა გავიდეს და ეს არ უნდა გადიოდეს რუსეთზე, რაც იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რუსეთზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ასეთი რიტორიკა, სწორედ ამ რკინიგზას უქმნის პრობლემას და ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის საზიანი აღმჩნდეს, მაგრამ იმედია, ამ ნაბიჯს ისინი არ გადადაგამენ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ტიგრან სარქისიანთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლით რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენა შესაძლებელია და აღნიშნა, - „ჩვენ ამ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტაზე უნდა ვიმუშაოთ“.