ბადრი ბიწაძე თბილისში, გამთენიისას მიუნხენის რეისით ჩამოვიდა. "მთავარი დაბრუნება არ არის, მთავარია, სამართლკანობა აღდგეს. დაწყებულია ეს პროცესი, რაც სასიხარულოა, თუმცა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. რაც შეეხება გეგმებს, ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში და მერე ვნახოთ",-აღნიშნა ბიწაძემ აეროპორტში.
სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა საპარლამენტო კომისიამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.
ბიწაძემ ქვეყანა 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შედეგ დატოვა. ბადრი ბიწაძეს 26 მაისის აქციის დროს პოლიციისათვის წინააღმდეგობის ორგანიზებაში ედეობოდა ბრალი.