დედოფლისწყაროში, სასულიერო პირის დაჭრასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ორი პირის, მათ შორის სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ყაჩაღობისა და მკვლელობისათვის ნასამართლევი, გიორგი დ. დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედაში, სასულიერო პირი, მამა გაბრიელი და ვასილ წ. დანით რამდენიმე ადგილას დაჭრა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში, ბრალდებული, მომხდარიდან 20 წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. სამართალდამცველებმა გიორგი დ–ს პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამინისტროს ცნობით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.