საქართველომ უდიდესი დანაკლისი განიცადა, უბადლო ქართველი მსახიობის, შესანიშნავი მოქალაქისა და არაჩვეულებრივი ადამიანის, ბატონი გურამ საღარაძის გარდაცვალებით. ბატონი გურამის შემოქმედება, მის მიერ შექმნილი სახეები რუსთაველის თეატრის სცენაზე როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს თეატრის ისტორიის თვალსაჩინო ნაწილია.
გურამ საღარაძის გარდაცვალებით ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ქართული სიტყვის ნამდვილი დიდოსტატი. ბატონი გურამის მიერ წაკითხული ქართული პოეზიის საუკეთესო ნიმუშები სამუდამოდ დარჩება ყველა ქართველის მეხსიერებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ უერთდება ბატონი გურამ საღარაძის გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილსა და მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.