რადიო „თავისუფლების“ სომხური რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მიუთითებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სურვილი, რომ ნატოს წევრი გახდეს - განსაზღვრულია ქვეყნის მოსახლების მიერ, რეფერენდემის გზით.
„შესაბამისად, ყველანაირი განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკაში მაგალითი სხვა ქვეყნები იქნებიან, საქართველოსთვის სახიფათოა, რადგან მას თავის სახელმწიფო ინტერესები გააჩნია და სხვა ქვეყნებს – თავისი. სხვა ქვეყნების მაგალითებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავება და განვითარება, სახიფათოა. ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, პრაქტიკულად 180 გრადისით შემოტრიალებაა იმ კურსიდან, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს აღებული“, - დასძენს დეპუტატი.
უმცირესობა მოითხოვს განმატებები გაკეთდეს - თუ რა იგულისხმება ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებში.