საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი მსახიობ გურამ საღარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მსახიობის გურამ საღარაძის გარდაცვალების გამო, ანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას. გურამ საღარაძე ქართველ არტისტთა იმ თაობას წარმოადგენდა, რომელმაც ქართულ თეატრში მთელი ეპოქა შექმნა. იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი იდგა რუსთაველის თეატრის სცენაზე და მაყურებელს არაერთი დაუვიწყარი როლი აჩუქა. გურამ საღარაძემ, როგორც მხატვრული კითხვის ოსტატმა, ქართული პოეზიის შედევრები სრულიად ახლებურად გაიაზრა და ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშები დაგვიტოვა. გურამ საღარაძის არტისტიზმი და სამსახიობო ხელოვნება ქართველმა მაყურებელმა სათანადოდ დააფასა – მას აღიარება და სიყვარული არასოდეს მოჰკლებია“, - ნათქვამია ივანიშვილის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მსახიობი გურამ საღარაძე გუშინ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.