საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მოლდოვის ეროვნული ბანკის დელეგაციას შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, შეინიშნება ეკონომიკური აქტივობის შენელება მოთხოვნის მხრიდან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ამის პასუხად ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის შერბილება და ბოლო გადაწყვეტილებით შეამცირა რეფინანსირების განაკვეთით. „ზოგადად იანვარი არის ეკონომიკურად პასიური თვე. ამიტომ მომდევნო ორი სამი თვე იქნება მნიშვნელოვანი დასკვნების გამოსატანად და სწორი ანალიზის გასაკეთებლად – გვაქვს საქმე ფუნდამენტურ მაკროეკონიმიკურ ტენდენციებთან, თუ ვითარება არის დროებითი, სეზონური რომელიც ამ პერიოდს ახასიათებს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით და ვაანალიზებთ მიმდინარე პროცესებს და შემდგომში მზად ვიქნებით გავცეთ დეტალური პასუხი დაინტერსებულ მხარეებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
საქართველოს ეკონომიკაში საგანგაშო ტენდეციების არსებობის შესახებ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა. მისი განმარტებით ინვესტიციების რაოდენობასა და დღგ-ს ბრუნვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკისგან ინფორმაციას რეგურალურად იღებს.