„ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის პარლამენტში არ გამოცხადებას, მთავრობის წევრის მხრიდან უპასუხისმგებლობად აფასებს.
უმცირესობის წევრებმა დავით დარჩიაშვილმა, გიორგი კანდელაკმა და თინათინ ბოკუჩავამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს.
დარჩიაშვილის შეფასებით, ფანჯიკიძის პარლამენტში არ მოსვლა ორი თვალსაზრისით შემაშფოთებელია. კერძოდ, ერთის მხრივ, მინისტრს პასუხები იმ კითხვებზე უნდა გაეცა, რომელიც ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასა და სტრატეგიას ეხება.
„მეორეს მხრივ კი, მინისტრის არმოსვლა შემაშფოთებელია, რადგან პარლამენტში მისვლაზე უარი გაცხადება საკანონმდებლო ორგანოს იგნორირებაა“, - დასძინა დარჩიაშვილმა.
ბოკუჩავას განცახდებით, მინისტრის პარლამენტში მისვლის ახალი თარიღი თუ შეთანხმდება, ამას უმცირესობა მხოლოდ მიესალმება.
„თუ ახალი თარიღი შეთანხმება მივესალმებით, მაგრამ ამ ეტაპზე, მისი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობა იყო“, - დასძინა ბოკუჩავამ.
კანდელაკის მტკიცებით, უმცირესობა კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.
„მზად ვართ, რომ ძალები საგარეო კუთხით, ახალ ხელისუფლებას გამოციდლება გავუზიაროთ. ამიტომ, მინისტრის პარლამენტში არმოსვლა დასანანია. არსებობს კითხვები, რომელიც პასუხებს მოითხოვს“, - დასძინა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ მეშვიდე მოწვევის პარლამენტში უმცირესობის მიღმა მყოფი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“, რომელსაც გიორგი ცაგარეიშვილი ხელმძღვანელობა წინა მთავრობის წევრებს პარლამენტში ხშირად იწვევდა, მაგრამ მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში არ ცხადდებოდნენ. გამონაკლისს, მხოლოდ უმცირესობა წარმოადგენდა.