საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომას ვერ დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას " საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობას" გუშინვე აცნობეს, რომ დღეს მინისტრს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, რომლის გადადებაც შეუძლებელია.
როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, მინისტრი საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრას თავს არ არიდებს და ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება. თუმცა, იქამდე შეხვედრისთვის ორივე მხარისთვის მისაღები თარიღი უნდა შეირჩეს.
საპარლამენტო უმცირესობამ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ახალი ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით განმარტებებისთვის დაიბარა.