პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობს და მთვარობას იმ წინადადებას სთავაზობს, რაც საქართველოში საბიუჯეტო კრიზისს გამოიწვევს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ფინანსური სანქციების ლიბერალიზაციის კუთხით, მთავრობამ ნაბიჯები უკვე გადადგა.
„საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ჯარიმები ნაწილობრივ შემცირდა. ფინანსთა სამინისტრო კი, ლიბერალურ მიდგომებზე მუშაობას განაგრძობს, რომელიც დავალიენებების მქონე ბიზნესებს გადარჩენის შანსს მისცემს. მრავალი წელი სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში ნულოვანი ტოლერანტობა მოქმედებდა, მათ შორის ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე და ათასობით ოჯახი გაუბედურდა, როცა ადამიანები ელემენტარულ დანაშაულზეც ციხეში ხვდებოდნენ. როგორც ჩანს, სააკაშვილი ხვდება, რომ მისი მიდგომები არასწორი და წინააღმდეგობრივი იყო. ის რასაც დღეს ამბობს, რომ მთლიანად გათავისუფლდეს ყველა ეკონომიკური სუბიექტი ვალდებულებებისგან და ჯარიმებისგან, შეუძლებელია, რადგან ეს საბიუჯეტო კრიზისის გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იქნება“, - დასძენს კანონმდებელი.