,,რუსთავი-2" - რა გეშველებათ კაცო", -ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა სომხეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,რუსთავი-2"-ის კორესპონდენტს შეკითხვის საპასუხოდ, რომლის კითხვაც მთიანი ყარაბაღს ეხებოდა.
„რა გეშველებათ, კაცო?! ათასი განმარტება გაკეთდა უკვე ამაზე. შვილო ათასჯერ გააკეთეს უკვე განმარტება, ათასჯერ პასუხი გავეცით, თვითონ „რუსთავი 2"-მა გააკეთა განმარტება. სხვა ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ ამის მეტი?",- განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ფანჯიკიძის განცხადება დაამახინჯეს.
„ყველაზე მეტს აქტიურობდა სწორედ ეს ტელევიზია. ორი დღე ხარობდნენ ამ თემით. მერე თვითონვე გააკეთეს განმარტება და ნახეს, რომ ტყუილად ხარობდნენ, არაფერი არ იყო იქ შეცდომა", - განაცხადა ივანიშვილიმა.