საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას სთავაზობს. საკანონმდებლო ინიციატივით მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში მედიას გააცნო.
სააკაშვილის განცხადებით, დღგ-ს ბრუნვასა და ინვესტიციების ოდენობაზე ეროვნული ბანკისგან ინფორმაციას რეგულარულად იღებს.
"ეკონომიკაში საგანგაშო ტენდენციებია. ეს ჩანს ინვესტიციების შემცირების კუთხითაც. მთავრობა ეუბნება ინვესტორებს, უახლოესი 3 წლის განმავლობაში არ იქნება ეკონომიკური ზრდა. წელი დაიწყო ცუდი მონაცემებით და ამიტომ გვჭირდება განსაკუთრებული ზომები, რათა ინვესტორები დაბრუნდნენ. ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ ხუთპუნქტიანი გეგმა, რომ ერთი მხრივ მივიდეთ ბიზნესმენებთან და მეორე მხრივ, ერთად გავაკეთოთ რაღაც ქვეყნის შიგნით. საქართველოს მთავრობას სრული ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადებას ვთავაზობ ყველა საგადასახადო და ეკონომიკურ დავალიანებაზე 2013 წლამდე. მოახდინონ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და ეკონომიკურ დანაშაულზე აიკრძალოს საპატიმრო სასჯელები", - აცხადებს სააკაშვილი.