შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა დამცველს, ტომას ჰამერბერგს შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიციის საქმიანობის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი და სამინისტროს 2013 წლის სტრატეგია განიხილეს.
საქართველოში ტომას ჰამერბერგის ვიზიტი ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებას ისახავს მიზნად.