საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით გამოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მედიის კითხვებსაც უპასუხებს.