შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი და თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გირაოს თანხა 35 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ხიზანიშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
ადვოკატის შუამდგომლობა საქმეში ახალი გარემოებებს ეფუძნებოდა, რომლის მიხედვითაც, შოთა ხიზანიშვილს წარდგენილი ბრალდებიდან ერთ-ერთზე ამნისტია შეეხო.
ხიზანიშვილმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.