საქართველოს პრემიერ–მინისტრის, პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის შენობაში ქართულმა და სომხურმა მხარეებმა ერთობლივი დოკუმენტები გააფორმეს. ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.
მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას 2013–2014 წლებში.
ასევე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საბაჟო პუნქტების შესახებ.