ნარჩენების გატანაზე ზღვრული მოსაკრებლის დაწესების გარდა, შესაძლებელია, ზედა ზღვარი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვითაც დაწესდეს.
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, „დედაქალაქისა“ და „მოსაკრებლის" შესახებ კანონებზე იმსჯელეს, რომლის ავტორი თინათინ ხიდაშელია.
კომიტეტის სხდომაზე დადგინდა, რომ ნარჩენების გატანაზე მოსაკრებლის ზედა ზღვარი შესაძლოა, კანონპროექტით განსაზღვრულ 3 ლარიდან 2,5-მდე ლარამდე შემცირდეს.
გარდა ამისა, შესაძლოა სულადობრივი ზღვარი დაწესდეს და ეს გადასახადი ოჯახის ოთხ წევრზე შემოიფარგლება. კერძოდ, თუ ოჯახის წევრთა რაოდენობა არის შვიდი ან მეტი, ამ შემთხვევაში, ოჯახი დასუფთავების გადასახადს ოთხ სულზე გადაიხდის.
ამას გარდა, საკრებულოს უფლებამოსილება ექნება - სოციალური პაკეტის ფარგლებში, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახებისთვის განსხვავებული ტარიფი დაადგინოს.