თიბისი ბანკის ანაბრების კამპანიის „მოიგე 10,000, 15,000 და 20,000 ლარი“ ფარგლებში 14 იანვარს შედგა გათამაშება და გამოვლინდა სამი გამარჯვებული: 10,000 ლარის მფლობელი თიბისი ბანკის მეანაბრე ლაერტი ზუბადალაშვილი გახდა, 15,000 ლარის მფლობელი ნათელა მახარეიშვილი, ხოლო 20,000 ლარი თიბისი ბანკისგან დურმიშხან დიასამიძეს ერგო.
გათამაშებაში მონაწილეობდნენ თიბისი ბანკის ის მეანაბრეები, რომლებმაც 2012 წლის 9 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გახსნეს ვადიანი, ვადიანი+, ოქროს, ბონუს და ანაბარი „ჩემი მიზანი“. ტიპის ანაბრები, გათამაშებაში მონაწილეობას იღებდნენ ის მეანაბრეებიც, რომლებსაც 9 ოქტომბრამდე თიბისი ბანკში ჰქონდათ გახსნილი მინიმუმ 1000 ერთეულის ოდენობის ანაბარი „ჩემი სეიფი“.
გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით გამოვლინდნენ. ლოტოტრონში დაახლოებით 513 ათასი ბილეთი იყო მოთავსებული. გათამაშება თიბისი ბანკის Facebook-ის გვერდზე გადაიცემოდა.