თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურში დაიბარეს, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, ალავიძის უწყებაში დაბარება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის პროცესში დეტალების გარკვევას უკავშირდება.
"ფინანსური მონიტორინგის სამსახურში დღეს თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად დაიბარეს. ფინანსური მონიტორინგის სამსახურში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, პოლიტიკური დაფინანსების კანონთან შესაბამისობის საკითხის დადგენის უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.