აზერბაიჯანში დაკავებული ქიბარ ხალვაში გათავისუფლებულია. საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, ქიბარ ხალვაში აზერბაიჯანელ სამართალდამცავებს დღეს არ დაუკავებიათ და მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე აზერბაიჯანში ქართულმა მხარემ შესაბამისი დოკუმენტაცია გაგზავნა.
„ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ჩვენ აზერბაიჯანში ოპერატიულად გავგზავნეთ და ის უკვე გათავისუფლებულია. როგორც შევიტყვეთ, ქიბარ ხალვაში ისე მცირე ხნით შეაყოვნეს საზღვარზე, რომ ვერც მიხვდა, თუ დაკავებული იყო. პოლიტდევნილის სტატუსის მქონე პირებზე წითელი ცირკულარით ძებნა მოხსნილია, თუმცა დსთ-ს ქვეყნებში სხვა სამართლებრივი სტანდარტები არსებობს, რის გამოც ჩვენ ამ პირებს მივმართეთ თხოვნით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩამოსვლისგან თავი შეეკავებინათ“, - განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.
ქიბარ ხალვაშის დაკავების შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ დღეს