ძველი თბილისის ახლადდანიშნული გამგებელი, ნიკოლოზ მელია დაკითხვაზე დაიბარეს.
ნიკოლოზ მელია ე.წ. მოდულის შენობაში რამდენიმე საათში უნდა მივიდეს.
მელიას განცხადებით, მას დაკითხვის შესახებ გვიან ღამით აცნობეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ საქმე, რომლის შესახებაც მას შეკითხვებს დაუსვამენ.
შეგახსენებთ, რომ მელიას გვარი შსს-ს მიერ 17 დეკემბერს ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბანკ „ქართუს“ გაკოტრების სქემაში ჩართული იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ნიკოლოზ მელია, რომლის უშუალო ორგანიზებით აუქციონის ჩაშლა ხდებოდა.