ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პოლიციასთან დაკავშირებით, სამარცხვინო განცხადებები კეთდება.
როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ბესელიამ განაცხადა, უმცირესობის წევრთა განცხადებები, რომლებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები და გიგი უგულავა აკეთებენ, თითქოს ღარიბაშვილი პოლიციის დისკრედიტაციას ახდენს - სირცხვილია .
„ამას საზოგადოება არ იღებს. ხალხს ის პოლიცია ახსოვს, რომელიც საკუთარ მოსახლეობას არბევდა და დღეს ხედავს პოლიციას, რომელიც პოლიციაში მისულ მოქალაქეს უფლებებზე ელაპარაკება და მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ამიტომ, ის განცხადებები ძალიან სამარცხვინოა, რომლებსაც დღეს ჩვენ პოლიციასთან მიმართებაში ვისმენთ. ისეთი პოლიცია, რომელიც დღეს საქართველოს ჰყავს, მე ბოლო 15 წელი არ მახსოვს და იმის იქით მეხსიერება უფრო დიდი აქვთ კოლეგებს, რომლებიც პოლიტიკაში დიდი ხანია არიან“, - დასძინა ბესელიამ.