საპარლამენტო უმცირესობის წევრი პაატა ლეჟავა აცხადებს, რომ ვანში მცხოვრებ ალეკო ქავთარაძის დაჭრის ფაქტზე ის პირები უნდა დაისაჯონ, რომელთაც გამოძიება და საქმის მსვლელობა არასწორად წაიყვანეს.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ლეჟავამ განაცხადა, ქავთარაძესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალეკო ქავთარაძის ჩვენება გამოაქვეყნა, რომ თითქოს ქავთარაძე რიონის პირზე სიგარეტს ეწეოდა და დაპირისპირებაც მაშინ მოხდა.
„ეს ჩვენება, რომ წავიკითხე, მეგონა ვინმე „ვეფხვისტყაოსანს“ რიონის პირას კითხულობდა. ღამის საათებში, ვანელები ადრე ვიძინებთ. ასეთი ჩვენება კი, აბსურდულია. ფაქტზე რეაგირება კი, იმ კუთხით მოხდა, რომ პოლიციის მთლიან შემადგენლობას პატაკის დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს. სჯობს, ის პირები დაისაჯონ, რომელთაც გამოძიება არასწორად წაიყვანეს. კერძოდ, საქმე სამხარეო პოლიციის დონეზე უნდა წავიდეს, თუმცა, ეს პირები, თანანმდეობაზე ისევ რჩებიან“, - განაცხადა ლეჟავამ.