იმ კითხვებსა და ეჭვებს, რომელიც წინა ხელისუფლების დაპატიმრებულ მაღალჩინოსანთა საქმეებთან დაკავშირებით არსებობს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირობებში ყველაზე ობიექტური და სამართლიანი პასუხი გაეცემა.
ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეჭვებს, ყოფილ მაღალჩინოსანთა პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოხსნის.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დროული და ადეკვატურია“, - დასძენს მინისტრის მოადგილე.
ამ წუთებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყო, სადაც ახალ ინიციატივას კანონმდებლებს სანდრო ბარამიძე აცნობს.