15 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ცენტრალურ ეროვნულ ბიუროს შუამდგომლობით მიმართა ბედუკაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ.ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვეტილია.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ვლადიმერ ბედუკაძის მხრიდან გამოძიებასთან თანაშრომლობაა.
ამასთან, მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ბედუკაძე საქართველოში დაბრუნდება და გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.