სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა, შეფასება და მისთვის გრიფების მინიჭება აღარ დაევალება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება - „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა.
ცვლილებებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესსა და საფასურს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გარეშე დაამტკიცებს.