პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი წლიური ანგარიშით საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარსდგეს.
ქვეყნის პირველი პირის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობას, რეგლამენტი განსაზღვრავს, რომლის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს.
ამასთან, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, შეიძლება შესვენება გამოცხადდეს, რის შემდეგაც დეპუტატთა გამოსვლები იწყება და შეიძლება დებატებიც გაიმართოს. დებატების ფორმატს კი, დეპუტატები ბიუროს სხდომაზე შეაჯერებენ.
საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, ანუ, 5 თებერვალს გაიხსნება.
ამ დროისთვის უცნობია, პრეზიდენტი პარლამენტს ეწვევა თუ არა, მაგრამ აქამდე არსებული ტრადიციით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს სტუმრობდა. ამ მოწვევის პარლამენტში კი, სიახლე ის იქნება, რომ პრეზიდენტს მმართველ ძალად „ქართული ოცნება“ დახვდება.