მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასთვის დამატებითი ბრალის წარდგენის პერსპექტივას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
აღნიშნულის შესახებ, არჩილ კბილაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
კბილაშვილის განცხადებით, გამოძიება ბევრ ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარეობს, მათ შორის, პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას სწავლობს.
,,ახალაიასთვის დამატებითი ბრალის წარდგენის პერსპექტივას არც უარვყოფ და არც ვადასტურებ”, - განაცხადა კბილაშვილმა.
რაც შეეხება ახალაიას საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღის გადაწევას, კბილაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს შუამდგომლობით კონკრეტულმა პროკურორმა მიმართა.
,,ეს ჩემთან შეთანხმებული არც ყოფილა და არც უნდა ყოფილიყო. მან რადგან ასე ჩათვალა, ე.ი. დამატებით მტკიცებულებებს საჭიროებს, ან მათი სრულყოფაა საჭირო”,- აღნიშნა კბილაშვილმა.