დღეს, თბილისის მერია საკრებულოს ახალი ინიციატივით მიმართავს, რომლის თანახმად ქალაქი 10 რაიონად დაიყოფა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რაიონების დაყოფა მარტივად განხორციელდება. მაგალითად, ვაკე-საბურთალოს ნაცვლად ვაკისა და საბურთალოს რაიონები იქნება, იგივე პრინციპით მოხდება სხვა რაიონების დაყოფაც. დაყოფის ეს პრინციპი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა, რადგან გამგეობის მომსახურების ცენტრები, დაყოფის შემდეგ უკვე ორ რაიონს მოემსახურება.
მისივე ცნობით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს: ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების უკეთ გადაწყვეტასა და დარეგულირებას, მასში მოსახლეობის ჩართულობის დონის უფრო ამაღლებას და შესაბამისად თბილისელების საზოგადოებრივი, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სახის ინტერესების კიდევ უფრო ეფექტურად დაკმაყოფილებას.
მერიის ახალი ინიციატივა თბილისის მერმა გიგი უგულავამ საზოგადოებას დღეს გააცნო და ქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა.