კობი-გუდაურის მონაკვეთზე, 12:00-დან 17:00 საათამდე, ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღისით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, თოვლის დნობისა და ზვავის ჩამოსვლის საშიშროებაა, რის გამოც, კობი-გუდაურის მონაკვეთზე 12:00-დან 17:00 საათამდე მოძრაობა ეკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო დროის დანარჩენ მონაკვეთში მოძრაობა დასაშვებია მაღალი განვლადობის ავტომობილებისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
ამასთან, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გურამ ვახტანგიშვილის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დაშვებულია ყველა ტრანსორტისთვის, ხოლო ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებაზე.