მომავალში, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილე აღარ იქნება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება „სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. ცვლილებების ინიცირება კი, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, კანონიდან მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნება დეპულება, რომლის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ამავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.