თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ყვითელი მიკროავტობუსების მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის” გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით დაკითხეს.
ამის შესახებ ჯოხაძემ ჟურნალისტებს დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
“კითხვები ძირითადად ზუგდიდის მიმართულებით ყვითელი მიკროავტობუსების გადაადგილებას შეეხებოდა, მომსახურეობა რამდენჯერმე განხორციელდა. აინტერესებდათ, კონკრეტულად როგორ და რა ვითარებაში მოხდა ამ ტიპის მომსახურების განხორციელება. საუბარია სექტემბერში ყვითელი მიკროავტობუსების მიერ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” გაწეულ მომსახურებაზე”, - განაცხადა ჯოხაძემ.