ამ წუთებში, პარლამენტის ბიუროს სხდომა მეცხრე დარბაზის ნაცვლად, მეოთხე დარბაზში მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს სხდომის დაწყებისას, ბიუროს დარბაზისის დაზიანებას შეეხო და აღნიშნა, რომ „საინტერესო ვითარება“ შეიქმნა.
რაც შეეხება დარბაზს, ბიუროს დარბაზში დაზიანებულია ჭერი და მაგიდა, ხოლო თეთრ სკამებს ყვითელი ფერი გადაკრავს.
შეგახსენებთ, რომ ბიუროს დარბაზი ჭერში დამონტაჟებული სახანძრო მილის დაზიანებამ გამოიწვია. გასულ კვირას, მილი გასკდა და ოთახი დატბორა. ამ ინციდენტის გამო კი, დეპუტატები იძულებულნი გახდნენ ბიუროს დღევანდელი სხდომა საკომიტეტო მოსმენებისთვის განკუთვნილ მეოთხე დარბაზში გაემართათ.