სახალხო დამცველის აპარატი სამუშაო ჯგუფს აყალიბებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის შექმნაზე იმუშავებს.
ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას, სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ჯგუფი ჩამოყალიბდება, 3 წლიანი სამოქმედო გემა უახლოეს თვეებში იქნება მომზადებული.
„ამ პროცესში, ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციები. უნდა გამოიკვეთოს - თუ რა ტიპის პრობლემებია ქვეყანაში. ასევე გვინდა, რომ ყველა ის რეკომენდაცია შევისწავლოთ, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო მომზადებული“, - დასძინა ნანუაშვილმა.
ამას გარდა, ნანუაშვილმა განაცხადა, რომ აპარატი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნაზეც მსჯელობს, რომელშიც რამდენიმე ცნობილი უფლებამდამცველი შევა.
რაც შეეხება იმ საქმეებს, რომელიც ერთი თვის განმვალობაში, ნანუაშვილმა სახალხო დამცველის პოსტზე დანიშვნის შემდეგ განიხილა, ომბუდსმენი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, აპარატმა 10-მდე საქმე გამოითხოვა, რომელიც ეხება - გახმარებულ დაკავებებს, თვითმართველობებში მიმდინარე პროცესებს, მოსამართლის თანაშემწის წინააღმდეგ შესაძლო ზეწოლის ფაქტს და ა.შ.“, - დასძინა სახალხო დამცველმა.