პრეზიდენტმა სამეგრელოს გუბერნატორად „გამორჩეული მოქალაქე“ - თენგიზ გუნავა დანიშნა

პრეზიდენტმა სამეგრელოს გუბერნატორად „გამორჩეული მოქალაქე“ - თენგიზ გუნავა დანიშნა

პრეზიდენტ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე თენგიზ გუნავა წარადგინა.

ქვეყნის პირველმა პირმა გუნავა ზუგდიდის საკრებულოში  აპარატის თანამშრომლებს წარუდგინა.  პრეზიდენტის შეფასებით, თენგიზ გუნავა ძალიან წესიერი და გამორჩეული მოქალაქეა.

სააკაშვილის განცხადებით, გუნავას სახელს უკავშირდება სამეგრელოდან ნარკოტიკების, კრიმინალისა და კოტრაბანდის ამოძირკვა.

პრეზიდენტის განცხადებით, ის გუნავას იცნობს, როგორც 2008 წლის „აგვისტოს ომის“ გმირს, რადგან სწორედ მან გადაარჩინა ორი სახლემეთო კატარღა და ააფეთქა  ანტისაჰაერო დანადგარები, რომლის გატანაც რუსებს სურდათ.

„თენგიზ გუნავას წარმატებას ვუსურვებ, გთხოვთ, რომ მას წარმატებული საქმოიანობისთვის დაეხმაროთ. მადლობა ბატონ თენგიზს, რომ შეთავაზებას დათანხმდა“, - დასძინა პრეზიდენტმა.

სიტყვით თენგიზ გუნავაც გამოვიდა და ნდობისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა პრეზიდენტო ნდობისთვის. რეგიონი ჩემთვის უცხო არ არის და ძალიან ბევრ ადამიანს ახლოს ვიცნობ. იმ საქმეს მაქსიმალურად გავაკეთებ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - დასძინა გუნავამ.